Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციმბირში ხანძრებმა 17 ადამიანი შეიწირა


რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, 17 ადამიანი დაიღუპა ხაკასიის რეგიონში ხანძრების შედეგად. იუწყებიან აგრეთვე, რომ 1200-ზე მეტი სახლი დაიწვა სამხრეთ ციმბირის ამ რეგიონში მდებარე ათობით დასახლებაში. ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე მიხაილ მალგინის მონაცემებით, საავადმყოფოებშია მოთავსებული 78 ადამიანი, მათგან რვა - მძიმე მდგომარეობაში. რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო თავის ვებსაიტზე იუწყება, რომ ხაკასიაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია. ხოლო ყირგიზეთის მიგრაციის სამინისტროს წარმომადგენელმა, აისულუ ისაბეკ კიზიმ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ხანძარმა გაანადგურა ხაკასიაში მცხოვრები 12 ყირგიზული ოჯახის სახლები. ათასობით ყირგიზი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ამ რეგიონში, რომლის მკვიდრ მოსახლეობას, ხაკასებს, მჭიდრო კულტურული და ენობრივი კავშირი აქვს ყირგიზებთან. ოფიციალური პირების ვარაუდით, ხანძარი მოჰყვა ბალახის უკანონოდ დაწვას.

XS
SM
MD
LG