Accessibility links

logo-print

ბერლინში შეთანხმდნენ უკრაინის აღმოსავლეთში ფრონტის ხაზიდან იარაღის გატანის გაგრძელებაზე


რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირების ზოლიდან იარაღის გატანაზე. 14 აპრილს, დილით, ბერლინში კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ მძიმე შეიარაღების, აგრეთვე 100 მილიმეტრამდე კალიბრის იარაღის, ნაღმსატყორცნების, დაჯავშნული მანქანებისა და ტანკების გატანაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის და მისი კოლეგები საფრანგეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შეთანხმდნენ ოთხი სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც უსაფრთხოების საკითხების, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარების, ტყვეების გაცვლისა და უკრაინის აღმოსავლეთში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისთვის.

XS
SM
MD
LG