Accessibility links

logo-print

გაერო გმობს სექსუალური ძალადობის საომარ ტაქტიკად გამოყენებას


გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, 2014 წელი აღინიშნა „სულისშემძვრელი ცნობებით“ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული ჯგუფების წევრთა მიერ „გაუპატიურების, სექსუალური მონობისა და ძალადობრივი ქორწინებების" შესახებ ცნობებით. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის ანგარიშში, რომელიც 13 აპრილს გამოქვეყნდა, გამოხატულია „ღრმა შეშფოთება“ შეიარაღებული ჯგუფების მიერ სექსუალური ძალადობის ჩადენის გამო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერაყში, სირიასა და ნიგერიაში სექსუალური ძალადობა „უშუალოდ იყო დაკავშირებული სტრატეგიულ მიზნებთან, იდეოლოგიასთან და ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებასთან“. გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში დაახლოებით 1500 მშვიდობიანი მოქალაქე სექსუალური მონობის მსხვერპლად იქცა. 2014 წელს „მნიშვნელოვნად გაიზარდა“ სირიაში იმ ადამიანების მიმართ სექსუალური ძალადობა, ვინც ერაყში მოტაცების შემდეგ სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებულ არეალში, ბაზრებში გაყიდეს.

XS
SM
MD
LG