Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა


78 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა 57 პატიმარი, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებენ. დანარჩენ 21 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა.

XS
SM
MD
LG