Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოს, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს, დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების - თამარ ბერუჩაშვილის, მარტინ ლიდეგორდის, გრჟეგოჟ სხეტინას და მარგოტ ვალსტრომის შეხვედრა. მინისტრებმა განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად შემდგომი თანამშრომლობის, რეფორმების მხარდაჭერისა და რიგის სამიტისთვის მზადების საკითხები. ოთხი მინისტრის შეხვედრისას საუბარი იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიაზე. დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს. საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თამარ ბერუჩაშვილმა და გრჟეგოჟ სხეტინამ ხელი მოაწერს „თბილისის დეკლარაციის“ დამფუძნებელ მემორანდუმს. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების პროცესში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას.

XS
SM
MD
LG