Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი ითხოვს აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდას


ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ აბადი აპირებს შეერთებულ შტატებს სთხოვოს მეტი სამხედრო დახმარება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ერაყელი ლიდერი ამ საკითხს წამოჭრის დღეს, 14 აპრილს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრისას. ვაშინგტონში გამგზავრებამდე, აბადიმ აღნიშნა, რომ მიზნად ისახავს აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე საჰაერო კამპანიის მასშტაბის და იარაღით მომარაგების „საგრძნობლად გაზრდას“. აშშ-ში მის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, პენტაგონმა გამოაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ერაყში უკან იხევენ. თუმცა კვლავაც ექსტრემისტები აკონტროლებენ ტერიტორიის დიდ ნაწილს, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG