Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციმბირში ხანძარი სულ უფრო ვრცელდება


ციმბირში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთნახევარჯერ გაიზარდა ხანძრით მოცული ტერიტორია. იმიერბაიკალეთის მხარეში ხანძრები 24 ათას ჰექტარზეა მოდებული, დაიღუპა სამი ადამიანი. ბურიატიაში კი 400 ჰექტარი ტყე იწვის. სამხრეთ ციმბირში მდებარე ხაკასიის რესპუბლიკაში, სადაც ხანძრებმა გასულ შაბათ-კვირას 23 ადამიანი შეიწირა, დღეს გლოვის დღეა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ხანძრები ციმბირიდან ჩინეთის ტერიტორიაზეც გადავიდა. საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ცეცხლი იმიერბაიკალეთის მხარიდან გადაედო ჩინეთში მდებარე ავტონომიური რაიონის, შიდა მონღოლეთის საზღვრისპირა ტერიტორიას.

XS
SM
MD
LG