Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა


აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა სეპარატისტებთან დაპირისპირებაში შეტაკებების განახლების შედეგად. უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს მიერ 14 აპრილს გაკეთებული განცხადებით, მსხვერპლი მოჰყვა „სერიოზულ პროვოკაციებს“ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხრიდან. ლისენკის თქმით, ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში „არასტაბილურია“, რადგან „მტერი“ იერიშებს განაგრძობს „თითქმის ყველა მიმართულებით“. ექვსი დაღუპული ყველაზე დიდი მსხვერპლია აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო 10 დღის განმავლობაში. ცნობა გავრცელდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბერლინში შეხვედრისას იმსჯელეს ვითარებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და გამოხატეს „სერიოზული შეშფოთება“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და უკრაინის ჯარებს შორის კონფლიქტმა შარშანდელი აპრილის შემდეგ 6000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. წელს თებერვალში მინსკში ხელმოწერილმა ზავმა მნიშვნელოვნად შეამცირა ძალადობა.

XS
SM
MD
LG