Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბელორუსიის პრეზიდენტს შეხვდება


ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანი ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდება 16-17 აპრილს, მინსკში ვიზიტის დროს. ეს იქნება ბოლო ხუთ წელიწადში ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის პირველი ვიზიტი ბელორუსიაში და მიჩნეულია ურთიერთობის გაუმჯობესების ნიშნად. ჰანი შეხვდება ბელორუსიაში შევიწროვებული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ბრიუსელს სანქციები აქვს დაწესებული ბელორუსიის ხელისუფლების წევრებისა და მასთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, ოპოზიციის დევნის გამო. ამჟამად მოქმედი სანქციები მიმართულია 18 კომპანიისა და 201 ინდივიდის, მათ შორის თავად პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ. მაგრამ ბოლო ხანს ბრიუსელი აქებს ბელორუსიას როლისთვის, რომელიც მან შეასრულა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG