Accessibility links

იემენში ალ-ყაიდა აცხადებს, რომ მოკლეს მისი იდეოლოგიური ლიდერი


ალ-ყაიდის იემენში მოქმედი ჯგუფის განცხადებით, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ამ ჯგუფის იდეოლოგიური ლიდერი, იბრაჰიმ ალ-რუბაიში. ჯგუფი, რომელიც თავს უწოდებს „ალ-ყაიდას არაბეთის ნახევარკუნძულზე“ 14 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში იუწყება, რომ ალ-რუბაიში და ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრი დაიღუპნენ 13 აპრილს „ჯვაროსნული თავდასხმისას“. როგორც ჩანს, იგულისხმება უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ იემენში დაიღუპა ექვსი ადამიანი.

XS
SM
MD
LG