Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: 21 აპრილს განახლდება მოლაპარაკება ბირთვული პროგრამის შესახებ


ირანი აცხადებს, რომ ის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა 21 აპრილს განაახლებენ მოლაპარაკებას, რომლითაც მიზნად ისახავენ თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა 14 აპრილს მადრიდში განაცხადა, რომ ირანი და ევროკავშირის წარმომადგენლები, ისევე როგორც საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები დაიწყებენ მუშაობას საბოლოო შეთანხმების ტექსტზე. ზარიფს არ უთქვამს, სად ჩატარდება ეს მოლაპარაკება. ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა 2 აპრილს შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში შეთანხმდნენ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ამ ქვეყნისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. საბოლოო შეთანხმების მისაღწევ ვადად 30 ივნისი განისაზღვრა.

XS
SM
MD
LG