Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო განაცხადების მიღება დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიწყო განაცხადების მიღება დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე. განცხადების მიღება 2015 წლის 1-ელ მაისამდე გაგრძელდება.სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარისა.

XS
SM
MD
LG