Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა ბელორუსიას


ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, 16-17 აპრილს, მინსკში, მოლაპარაკებას გამართავს ბელორუსიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ევროპის კავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია ბელორუსიაში. ვიზიტის მსვლელობაში ჰანი ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ბელორუსიაში მკვეთრად გახშირდა ოპოზიციონერთა დევნა-შევიწროების ფაქტები ევროკავშირმა სავიზო აკრძალვა დაუწესა არაერთ ბელორუს ოფიციალურ პირსა თუ ორგანიზაციას, გაუყინა მათ საბანკო ანგარიშები. იოჰანეს ჰანის ხვალინდელ ვიზიტს მიმომხილველები ევროკავშირ-ბელორუსიის ურთიერთობის გაუმჯობესების ნიშნად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG