Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციმბირში ხანძარი მოედო 60 ათას ჰექტარს


ციმბირში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოთხჯერ გაიზარდა ხანძრით მოცული ტერიტორია, რომელიც, ბოლო მონაცემებით, 60 ათას ჰექტარს აღწევს. ამის შესახებ იუწყება რუსეთის ციმბირის ოლქის ტყის მეურნეობის დეპარტამენტი. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოღებულია იმიერბაიკალეთის მთელს მხარესა და ხაკასიის ავტონომიურ რუსპუბლიკაში, ბურიატიის ოთხსა და კრასნოიარსკის მხარის ერთ რაიონში. სამხრეთ ციმბირში მდებარე ხაკასიის რესპუბლიკაში ხანძრებმა გასულ შაბათ-კვირას 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იქ, საგანგებო ვითარების რეჟიმის გაუქმებამდე, შემოღებულია „მშრალი კანონი“, ანუ იკრძალება ალკოჰოლიანი სასმელებით ვაჭრობა.

XS
SM
MD
LG