Accessibility links

logo-print

კუბა კმაყოფილია აშშ-ის გადაწყვეტილებით, აღარ მიიჩნიოს ის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად


ჰავანა მიესალმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, კუბა ამოიღოს ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხიდან, რომელშიც ეს ქვეყანა 1982 წლიდან აღმოჩნდა სირიასთან, ირანთან და სუდანთან ერთად. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისთვის 14 აპრილს გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნა, რომ კუბის კომუნისტურ მმართველობას უკვე ნახევარი წელია მხარი არ დაუჭერია საერთაშორისო ტერორიზმისთვის და ვაშინგტონს მისცა გარანტია, რომ ამ პოლიტიკას მომავალშიც განაგრძობს. აშშ-მა და კუბამ ახლახან დაიწყეს 50 წლის წინ გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა. ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების ნუსხიდან კუბის ამოღების რეკომენდაციით პრეზიდენტ ბარაკ ობამას გასულ კვირაში მიმართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. გასულ კვირაშივე პანამაში, „ამერიკის სამიტის“ ფარგლებში, გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და კუბის ლიდერის რაულ კასტროს შეხვედრა.

XS
SM
MD
LG