Accessibility links

logo-print

რიჩარდ ნორლანდი: ახალგაზრდების რადიკალიზაციის პრობლემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს


აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, ახალგაზრდების რადიკალიზაციის პრობლემა, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც არსებობს. „საქართველო არ არის უნიკალური შემთხვევა, - განაცხადა ელჩმა, - რადგან გარკვეული პირების მხრიდან ახალგაზრდების რადიკალიზაციის პრობლემის წინაშე დგას არაერთი ქვეყანა, მათ შორის აშშ და ევროპის სახელმწიფოები.“ თბილისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რიჩარდ ნორლანდმა დასძინა, რომ სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაფერი უნდა გაკეთდეს ასეთი პროცესების აღსაკვეთად. ამერიკელი დიპლომატის კომენტარი მოჰყვა შეკითხვას პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გახშირებული წასვლის ფაქტებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG