Accessibility links

ჯონ კერი იმედოვნებს, რომ ირანთან შეთანხმების შემდეგ „მსოფლიო უფრო უსაფრთხო“ გახდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გამოხატავს რწმენას, რომ ვაშინგტონისა და მისი პარტნიორების მოლაპარაკებებს ირანთან ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის თაობაზე, შედეგად მოჰყვება ისეთი შეთანხმება, რომელიც „მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ“ აქცევს. ეს განცხადება კერიმ გააკეთა დღეს გერმანიის ქალაქ ლუბეკში, სადაც იწყება „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. 2 აპრილს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიღწეული ჩარჩო-შეთანხმებით, ირანმა უნდა შეზღუდოს ბირთვული პროგრამა, რის სანაცვლოდაც გაუქმდება მის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს მიერ შემოღებული სანქციების ნაწილი.

XS
SM
MD
LG