Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი წინასწარვე გმობს ევროპარლამენტის რეზოლუციას


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაგმო რეზოლუცია, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, დღეს მიიღებს ევროპარლამენტი, და რომელშიც ოსმალეთის იმპერიაში ასი წლის წინათ მომხდარი სისხლიანი მოვლენების აღსაწერად გამოყენებული იქნება სიტყვები „სომეხთა გენოციდი“. ანკარაში გამოსვლისას, ერდოანმა განაცხადა, რომ რა რეზოლუციაც უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა, თურქეთი მას ერთ ყურში შეუშვებს და მეორიდან გამოუშვებს. რეზოლუციის პროექტში, რომელსაც მხარს უჭერს ევროპარლამენტართა უმრავლესობა, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი სხვებთან ერთად მიაგებს პატივს „სომხების გენოციდის“ მსხვერპლთა ხსოვნას და ამით გამოხატავს ევროპაში სოლიდარობისა და სამართლიანობის სულიკვეთებას. გარდა ამისა, დოკუმენტის პროექტი ანკარას მოუწოდებს, ხელმისაწვდომი გახადოს საიდუმლო საარქივო მასალები და ამით გზა გაუხსნას თურქი და სომეხი ხალხების შერიგებას.

XS
SM
MD
LG