Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის შემოსავალი ორჯერ გაიზარდა


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შემოსავალი 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა. კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული საშემოსავლო დეკლარაციის თანახმად, პუტინის შემოსავალმა 7 მილიონ 650 ათასი რუსული რუბლი შეადგინა. დეკლარაციაში ნათქვამია, აგრეთვე, რომ პუტინი ფლობს მიწის 1500-კვადრატულმეტრიან ნაკვეთს, 77-კვადრატულმეტრიან ბინას. გარდა ამისა, როგორც დეკლარაცია იუწყება, პუტინის სარგებლობაშია ბინა 154-კვადრატულმეტრიანი საცხოვრებელი ფართით. რუსეთის პრეზიდენტს სამი საკუთარი ავტომანქანა აქვს: სამივე - რუსეთის წარმოებისა.

XS
SM
MD
LG