Accessibility links

logo-print

ისრაელმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაიწყოს


ისრაელმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაიწყოს პასუხად რუსეთის გადაწყვეტილებაზე, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიაწოდოს ირანს. ამის შესახებ ისრაელის საინტერნეტო გამოცემა NRG იტყობინება სამხედრო წრეებზე დაყრდნობით. იარაღის ტიპი და მისი მოცულობა მითითებული არ არის. გამოცემა აზუსტებს, რომ ლაპარაკია მხოლოდ იარაღის მიწოდების შესაძლებლობაზე. ეს ცნობა არ არის გამოქვეყნებული ისრაელის სხვა მედიასაშუალებებში და მასზე ხელისუფლების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. მანამდე ვაშინგტონში განიხილებოდა კიევისთვის ლეტალური სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხი. მაგრამ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი თქვა ამ იდეაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 13 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც აუქმებს ირანისთვის S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მიწოდებაზე აკრძალვას. ირანი და „ექვსეულის ქვეყნები“ ივნისის ბოლომდე აპირებენ დაასრულონ მუშაობა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე. მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი ურთულესია ირანისთვის სანქციების მოხსნის საკითხი.

XS
SM
MD
LG