Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია Google-ს დააჯარიმებს ევროპის კავშირის ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევისთვის


ევროპის კომისიამ 15 აპრილს განაცხადა, რომ ის აშშ-ის ტექნოლოგიურ გიგანტს, Google-ს დააჯარიმებს ევროპის კავშირში საინტერნეტო საძიებო პროგრამების ბაზარზე დომინირებისთვის. ეს Google-ს შესაძლოა 6 მილიარდი დოლარი დაუჯდეს და აიძულოს შეცვალოს ოპერირების წესი. კონკურენციის საკითხებში ევროპის კომისრის, მარგრეთე ვესტაგერის თქმით, Google-მა ევროპის კავშირის ანტიმონოპოლიური წესები დაარღვია ინტერნეტის მომხმარებელთა გაგზავნით კონკურენტთა სერვისებიდან საკუთარზე. ვესტაგერის ჩივილს წინ უსწრებდა ევროკავშირის მიერ ჩატარებული ხუთწლიანი გამოძიება. Google-ს ათი კვირა აქვს ოფიციალური პასუხისთვის და შეუძლია საკუთარი არგუმენტების წარმოსადგენად მოსმენა მოითხოვოს.

XS
SM
MD
LG