Accessibility links

ვინმე თუ ითვლის გათხოვილ ბავშვებს?


რატომ არის პრობლემა ადრეულ ასაკში ქორწინება? რამდენად ხშირია ამგვარი შემთხვევები? ვინ ითვლის, ან როგორ უნდა დაითვალოს რამდენი გვყავს დაქორწინებული ბავშვი საქართველოში? რა იწვევს ან რა მოსდევს ამ ამბავს? მოისმინეთ ამ შეკითხვებზე პასუხის დაძებნის მცდელობა გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია. სტუმრები არიან: ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი და თამთა კახაბერიძე, სამოქალაქო აქტივისტი, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათის მე-11 კლასის მოსწავლე. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

XS
SM
MD
LG