Accessibility links

logo-print

სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოს“ საჰაერო დარტყმები მიაყენეს


აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ საჰაერო იერიშები განახორციელა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიასა და ერაყში. ცნობების თანახმად, 24 საათში 23 საჰაერო დარტყმა განხორციელდა. ამასობაში, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება დამასკში, იარმუკის ლტოლვილთა ბანაკში. ოპოზიციონერი აქტივისტების ინფორმაციით, პალესტინელმა მებრძოლებმა წინ წაიწიეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან დაპირისპირებაში, რომელიც ორი კვირაა გრძელდება. იარმუკი სირიაში პალესტინელი ლტოლვილების უდიდესი ბანაკია და მას თავს აფარებენ სირიის მთავრობის ჯარებთან მებრძოლი ოპოზიციონერები. ვარაუდობენ, რომ ამჟამად ბანაკში 14 ათასამდე სამოქალაქო პირი იმყოფება.

XS
SM
MD
LG