Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ყოფილი დეპუტატი ოლეგ კალაშნიკოვი მოკლეს


კიევში მოკლეს უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი რეგიონების პარტიიდან - ოლეგ კალაშნიკოვი. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ. მისი სიტყვებით, კალაშნიკოვი მისივე სახლთან მოკლეს. ანტონ გერაშჩენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ ყოფილ დეპუტატს ჰქონდა მოძრაობა „ანტიმაიდანის“ მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია. მოკლულის ნათესავმა „უკრაინსკიე ნოვოსტის“ უთხრა, რომ უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბოლო დრო კიევიდან არ გადიოდა. მას არაერთხელ დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით პოლიტიკური შეხედულებების გამო, კერძოდ - „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 70-ე წლისთავის ფართოდ აღნიშვნისკენ მოწოდების გამო.

XS
SM
MD
LG