Accessibility links

ვლადიმირ პუტინი მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხებს პირდაპირ ეთერში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს მე-13-დ უპასუხებს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. შეკითხვების უმრავლესობა სოციალურ-ეკონომიკური სფეროდან არის. ისინი შეეხება აგრეთვე უკრაინაში არსებულ ვითარებას, აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობას. ყოველწლიური ტელეგადაცემა „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“ 16 აპრილს შედგება. დაგეგმილია ტელეხიდები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის - ანექსირებულ ყირიმში. ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეკითხვების მიღების პირველივე დღეს დაახლოებით 2 მილიონი შეკითხვა შევიდა. აღნიშნული ფორმატით რუსეთის პრეზიდენტის რანგში ვლადიმირ პუტინის პირველი კომუნიკაცია მოსახლეობასთან 2001 წლის 24 დეკემბერს შედგა. მაშინ 400 ათასი შეკითხვა შეგროვდა. პუტინმა 46-ს უპასუხა. გასულ წელს „პირდაპირი ხაზი“ თითქმის 4 საათს გაგრძელდა და რუსეთის პრეზიდენტმა 81 შეკითხვას უპასუხა. მათგან 35 ყირიმსა და უკრაინას ეხებოდა.

XS
SM
MD
LG