Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის აზრით, დასავლეთის სანქციების მიზანია რუსეთის განვითარების შეჩერება


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აზრით, დასავლეთის სანქციებით მიზნად ისახავენ რუსეთის განვითარების შეჩერებას და უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლი გამოყენებულია მხოლოდ საბაბად საიმისოდ, რომ ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა დამსჯელი ზომები მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ. პუტინმა ეს შეფასებები გამოთქვა მოქალაქეების შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში პასუხის გაცემისას. პროგრამა "პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან" ახლაც მიმდინარეობს: „ალბათ, არ ღირს, ახლა მოველოდეთ სანქციების მოხსნას, რადგან ეს არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის საკითხი, ვფიქრობ სტრატეგიული ხასიათის - ჩვენი ზოგი პარტნიორისათვის რუსეთთან ურთიერთობაში, ჩვენი განვითარების შესაჩერებლად. სხვათა შორის, ჩემი აზრით, ეს პირდაპირ არ ეხება უკრაინის მოვლენებს, რადგან ახლა საჭიროა მინსკის შეთანხმებების შესრულება. ჩვენ, მართალია, ყველაფერს ვაკეთებთ მათ შესასრულებლად, მაგრამ კიევის ხელისუფლება არ ჩქარობს - ჩვენს მიმართ სანქციები კი ძალაში რჩება“, - განაცხადა პუტინმა პირდაპირ ეთერში მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხისას. ეს ყოველწლიური პროგრამა მეცამეტე წელია ეთერში გადის. პუტინს შეკითხვების დასასმელად ტელეხიდებით უკავშირდებიან რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ანექსირებული ყირიმიდან. გასულ წელს „პირდაპირი ხაზი“ თითქმის 4 საათს გაგრძელდა და რუსეთის პრეზიდენტმა 81 შეკითხვას უპასუხა. მათგან 35 ყირიმსა და უკრაინას ეხებოდა.

XS
SM
MD
LG