Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი არ ცდილობს „იმპერიის აღორძინებას“


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი არ ცდილობს „იმპერიის აღორძინებას“, მაგრამ იმოქმედებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსების მხარდასაჭერად. ეს განცხადება მან გააკეთა მოქალაქეების შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში პასუხის გაცემისას. მან აღნიშნა ასევე, რომ „რუსეთის არმია არ იმყოფება უკრაინაში“. ვლადიმირ პუტინის აზრით, დასავლეთის სანქციებით მიზნად ისახავენ რუსეთის განვითარების შეჩერებას და უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლი გამოყენებულია მხოლოდ საბაბად საიმისოდ, რომ ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა დამსჯელი ზომები მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინა და ნატო არ იჯერებენ რუსეთის მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი ჯარები არ იმყოფებიან უკრაინაში. კიევისა და დასავლეთის მონაცემებით, მოსკოვი ჯარისკაცებს და იარაღს აგზავნის აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დასახმარებლად. შარშანდელი აპრილის შემდეგ დაპირისპირებამ 6000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG