Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ მოკვლევა ჩაატარა თურქეთის გავლით სირიაში ორი პანკისელის გამზგზავრებაზე


საქართველოდან თურქეთის გავლით სირიაში 16 და 18 წლის პანკისელების გამგზავრების გამო შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა და მესაზღვრე, რომელმაც არასრულწლოვანი შეამოწმა, შიდა დებულების მიხედვით დაისჯება - განაცხადა დღეს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია იმ მიმართულებითაც, თუ ვინ დგას პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გამგზავრების უკან და ვინ მოუწოდებს მათ, ჩაერთონ რადიკალური დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" ბრძოლაში. ამასთან, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება სრულწლოვან ადამიანს დაუშალოს გაემგზავროს თურქეთში, საიდანაც შესაძლოა, სირიაში გადავიდეს. თუმცა, მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ახალგაზრდების შეჩერება რამდენჯერმე შეძლეს.

XS
SM
MD
LG