Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობისთვის ჯერჯერობით უცნობია, რომელმა ქვეყანამ მისცა თავშესაფარი ზურაბ ადეიშვილს


საქართველოს მთავრობისთვის ჯერჯერობით უცნობია, რომელმა ქვეყანამ მისცა თავშესაფარი იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, რომლის წითელი ცირკულარით ძებნა ინტერპოლმა ახლახან შეწყვიტა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მიერ პირისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურა საჯარო არ არის. "აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ვიცით, თუ რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი და დაიცვა ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის შეფასებით, საქართველოს პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ზურაბ ადეიშვილის ძებნა წითელი ცირკულარით დაწყებულიყო. „თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არის ქვეყანა, რომელმაც თავშესაფარი გასცა და ინტერპოლს ადეიშვილი ძებნიდან მოახსნევინა“ - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომელი ქვეყანაა ეს.

XS
SM
MD
LG