Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „ტრაგიკული და სამარცხვინო“ უწოდა ბორის ნემცოვის მკვლელობას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს „ტრაგიკული და სამარცხვინო“ უწოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობას. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ტელეპროგრამაში, პუტინმა გამომძიებლები შეაქო ნემცოვის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ხუთი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებისა და დაკავებისათვის. ბორის ნემცოვი - პუტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპონენტი - წელს, 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად. პუტინის ბევრი ოპონენტი ეჭვობს, რომ გამოძიება მართლაც ცდილობს დაადგინოს, ვინ იდგა ნემცოვის, სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის უკან, რადგან კვალი შესაძლოა კრემლამდე მივიდეს. მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ მკვლელობა მასზე ზეწოლის შედეგად აღიარა.

XS
SM
MD
LG