Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი არასოდეს იქნება აშშ-ის „ვასალი“


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მისი ქვეყანა არასოდეს იქნება აშშ-ის „ვასალი“. ამის შესახებ მან განაცხადა მოქალაქეების შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში პასუხის დროს. „ზოგ მსხვილ სახელმწიფოს, სუპერ-სახელმწიფოს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ თავიანთ განსაკუთრებულობაზე და თავს მიიჩნევენ მსოფლიოში ძალაუფლების ერთადერთ ცენტრად, მათ მოკავშირეები არ სჭირდებათ - მათ ვასალები სჭირდებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ. რუსეთი ვერ იარსებებს ურთიერთობის ასეთ სისტემაში - არა მხოლოდ მხარს ვერ დაუჭერს ასეთ ურთიერთობას, არამედ ვერც კი იარსებებს. და ეს ყველამ უნდა გაიგოს. მაგრამ ჩვენ ყოველთის ღია ვართ თანამშრომლობისათვის“, განაცხადა პუტინმა მოქალაქეების შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში პასუხის გაცემისას. ყოველწლიური პროგრამა „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“ წელს მე-13-ედ გადაიცემა.

XS
SM
MD
LG