Accessibility links

logo-print

საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირდება


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა. ამასთან ერთად, სსფ-ის პროგნოზით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა - 2,4%, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა - 4,3%-ით. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, ნავთობზე ფასების ვარდნა, ევროს დასუსტება და დაბალი საპროცენტო განაკვეთების წყალობით, ევროზონაში ეკონომიკის ზრდა არის მოსალოდნელი. აღნიშნულ პროგნოზს ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება. „დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდე შესამცირებელია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება ალბათ მეორე კვარტლის ბოლოს უფრო უპრიანი იქნებოდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე შეუმცირა.

XS
SM
MD
LG