Accessibility links

logo-print

კახა ნაკანის თვითმკლელობის მცდელობაზე კომენტარი გააკეთა სასჯელაღსრულების სამინისტრომ


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახა ნაკანმა თვითმკვლელობა სცადა ირაკლი ფირცხალავას მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის და სპეცრაზმელების დაკავებისადმი პროტესტის გამოთქმის გამო. კახიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინასაგამოძიებო შემოწმების დროს, ნაკანმა თქვა, რომ პრეტენზია დაწესებულების თანამშრომლების მიმართ არ გააჩნია. "პირიქით, მადლობას აცხადებს, რომ ყურადღების ქვეშ იმყოფებაო” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახა ნაკანმა გლდანის ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ნაკანმა ვენები გადაიჭრა და დაწესებულების თანამშრომლებმა მას დროულად მიუსწრეს. ამ დროისათვის ნაკანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG