Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთმა "ლელომ" არჩილ გოგელიას პრემია დააწესა


სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" არჩილ გოგელიას პრემია დააწესა, რომელიც წლის საუკეთესო ჟურნალისტს უნდა გადაეცეს. პრემიის პირველ ლაურეატს „ლელო“ დაარსების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საზეიმოდ დღეს წარადგენს. „არჩილ გოგელიას შემოქმედებითი მემკვიდრეობითაა ნასაზრდოები ახალგაზრდა სპორტულ ჟურნალისტთა თაობები, ტრადიცია გრძელდება. სწორედ მემკვიდრეობითობა და პროფესიონალიზმი დაედო საფუძვლად გაზეთ "ლელოს" რედაქციის გადაწყვეტილებას - პერიოდულად გამოავლინოს წლის საუკეთესო ჟურნალისტი - არჩილ გოგელიას პრემიის ლაურეატი", - აცხადებენ "ლელოში".

XS
SM
MD
LG