Accessibility links

logo-print

აშშ ცდილობს, „ისლამური სახელმწიფოსგან“ დაიცვას ბაიჯის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა


აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მარტინ დემპსის განცხადებით, ვაშინგტონი სხვადასხვა საჰაერო საშუალებას, მათ შორის დაზვერვასა და დაბომბვას, მიმართავს იმისათვის, რათა საშუალება არ მისცეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულ დაჯგუფებას, ხელთ იგდოს ერაყის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ქალაქ ბაიჯიში. როგორც დემპსიმ გუშინ აცნობა ჟურნალისტებს, „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები აკონტროლებენ თვით ქალაქს და ამჟამად ქარცნის მისადგომებთან იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG