Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ დატოვეს სასამართლოს სხდომა


პოლიტიკური განცხადებების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა დატოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ. მათ ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში. ამჟამად მერაბიშვილისა და უგულავას გარეშე გრძელდება წინასასამართლო სხდომა 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე. პროკურატურის მიერ ამავე საქმეზე ბრალდებულნი არიან იუსტიციისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი.

XS
SM
MD
LG