Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი


მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი იმ უართან დაკავშირებით, რომელიც ადვოკატებმა მიიღეს განაცხადზე, შეწყვეტილიყო უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმე. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი კლიენტი უდანაშაულოა. ნადეჟდა სავჩენკო, უკრაინის პარლამენტის წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, 2014 წლის ივლისიდან იმყოფება რუსეთის პატიმრობაში. სავჩენკოს ბრალად ედება მონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში. გამოძიების თანახმად, მფრინავი ქალი ცეცხლის კორექტირებას ახდენდა. 19 აპრილს ნიუ-იორკში, გაეროს რუსეთის წარმომადგენლობის შენობასთან, გაიმართება ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია.

XS
SM
MD
LG