Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ლუკაშენკო არ დაესწრება 9 მაისის სამხედრო აღლუმს მოსკოვში


ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის მოსკოვში გაემგზავრება 7 და 8 მაისს იმ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, რომლებიც მიეძღვნება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავს, მაგრამ არ დაესწრება გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს, რომელიც რუსეთის დედაქალაქში 9 მაისს გაიმართება. შაბათს იტარ-ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ თქვა, რომ გამარჯვების დღეს ის მინსკში უხელმძღვანელებს სამხედრო აღლუმს. ბელორუსია ტრადიციულად არის რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, მაგრამ ლუკაშენკო მოსკოვს აკრიტიკებს უკრაინის მიმართ პოლიტიკის გამო. ამავე დროს ბელორუსიის პრეზიდენტმა გააკრიტიკა პოლიტიკოსები, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის კონფლიქტის გამო მოსკოვში ჩასვლაზე. 25-მდე

XS
SM
MD
LG