Accessibility links

logo-print

ავღანეთის პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრების კიდევ 16 კანდიდატი, მათ შორის ოთხი ქალი


ავღანეთის პარლამენტმა 18 აპრილს, რამდენიმე თვის ჩიხური მდგომარეობის შემდეგ, დაამტკიცა მინისტრების 16 კანდიდატი, მათ შრის ოთხი ქალი. ჯერჯერობით თავისუფალია თავდაცვის მინისტრის პოსტი. აქამდე 25 მინისტრის თანამდებობიდან მხოლოდ რვა იყო დაკავებული პრეზიდენტ აშრაფ ღანის ინაუგურაციიდან და არჩვენებში მის მეტოქესთან, აბდულა აბდულასთან ერთად „ეროვნული ერთობის მთავრობის“ შექმნიდან რვა თვის განმავლობაში. დანარჩენები პარლამენტმა უარყო იანვარში.

XS
SM
MD
LG