Accessibility links

გაერო: 90 ათასზე მეტი ადამიანი იქცა ადგილნაცვალ პირად ერაყის დასავლეთში მდებარე პროვინცია ანბარში


გაეროს თანახმად, ერაყში სამთავრობო ჯარებსა და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის ბრძოლების შედეგად 90 ათასზე მეტი ადამიანი იქცა ადგილნაცვალ პირად ქვეყნის დასავლეთში მდებარე პროვინცია ანბარში. ერაყში გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორი იტყობინება, რომ ვითარება დრამატულია და მხოლოდ სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას შეუძლია ხალხის გადარჩენა. ერაყის ხელისუფლების ცნობით, ერაყის სამთავრობო ჯარები ემზადებიან კონტრიერიშის განსახორციელებლად, რათა უკუაგდონ „ისლამური სახელმწიფო“ პროვინციის დედაქალაქ რამადიდან. მთლიანობაში, 2014 წლის იანვრიდან მოკიდებული, ერაყში 2,7 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, მიეტოვებინა სახლ-კარი.

XS
SM
MD
LG