Accessibility links

logo-print

ირანმა და ავღანეთმა შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოეპრაციები განახორციელონ


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ და მისმა ირანელმა კოლეგამ, ჰასან როჰანიმ პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას, მათ შორის, შესაძლოა, ერთობლივი სამხედრო ოპერაციები განახორციელონ დაჯუგფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ეს განცხადება მათ კვირას გააკეთეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე თეირანში. მანამდე ერთი დღით ადრე ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას, სულ ცოტა, 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღანიმ მომხდარისთვის „ისლამურ სახელმწიფოს“ დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG