Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ იგი საბერძნეთთან ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებს გაზსადენის თაობაზე


რუსეთმა უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ იგი საბერძნეთთან ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებს გაზსადენის თაობაზე. შესაძლო გარიგების თაობაზე გერმანიის ყოველკვირეული ჟურნალი „შპიგელი“ იტყობინებოდა. ამ თემაზე ჟურნალს მოჰყავს საბერძნეთის მმართველი პარტია სირიზას ანონიმი წარმომადგენლის სიტყვები. „შპიგელის“ წყაროს თანახმად, გარიგება საბერძნეთს ხუთ მილიარდ ევრო მოგებას მოუტანს და მას შეიძლება 21 აპრილს მოეწეროს ხელი. მაგრამ კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა რია ნოვოსტისთან საუბარში უარყო ეს ცნობა და თქვა, რომ არავითარი შეთანხმება არ არსებობს. პესკოვმა გაიმეორა, რომ საბერძნეთს არ მიუმართავს რუსეთისთვის ფინანსური დახმარების თხოვნით, როცა ახლახან მოსკოვში შედგა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.

XS
SM
MD
LG