Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ნაპირებთან გადაბრუნდა ხომალდი, რომელზეც 500-დან 700-მდე მიგრანტი იმყოფებოდა


წუხელ ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის ნაპირებთან, გადაბრუნდა ხომალდი, რომელზეც 500-დან 700-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. იტალიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლის თანახმად, ნაპოვნია 24 ადამიანის გვამი, გადაარჩინეს - 28. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ იტალიის გემები, მალტის სამხედრო-საზღვაო ძალები და სავაჭრო ხომალდები. გემი ლიბიის ტერიტორიულ წყლებში ჩაიძირა იტალიის კუნძულ ლამპედუზიდან 210 კილომეტრზე. მანამდე მიმდინარე კვირაში ლიბიის ჩრდილოეთით გემის ჩაძირვას, სავარაუდოდ, 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG