Accessibility links

logo-print

ჩინეთის პრეზიდენტი პაკისტანში გამართავს მოლაპარაკებებს


20 აპრილს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პაკისტანში მოლაპარაკებებს გამართავს ეკონომიკურ საკითხებზე. წინასწარი ინფორმაციით, სი ძინპინი ილაპარაკებს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 46 მილიარდი დოლარია. პეკინი და ისლამაბადი იმედოვნებენ, რომ შექმნიან პაკისტანი-ჩინეთის ეკონომიკურ დერეფანს, რომელიც პაკისტანის სამხრეთში, არაბეთის ზღვაზე მდებარე პორტ გვადარს დააკავშირებს ჩინეთის დასავლეთში მდებარე სინძიანის რეგიონთან. დერეფანი გაივლის პაკისტანის ღარიბ ბალუჯისტანის პროვინციაში, რომელიც მოცულია სეპარატისტი მეამბოხეებით, კრიმინალური ბანდებითა და ისლამისტი მეამბოხეებით. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ჩინეთის პრეზიდენტმა ეკონომიკური თანამშრომლობა უსაფრთხოებას დაუკავშირა: „ჩინეთსა და პაკისტანს სჭირდებათ მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად“.

XS
SM
MD
LG