Accessibility links

ავღანეთში გამნაღმველები გაიტაცეს


19 აპრილს ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ლაშქარ გარში მეაომბოხეებმა აიღეს პოლიციის შენობა. ჰელმანდის პროვინციის პოლიციის უფროსის თანახმად, სამართალდამცავებმა ალყა შემოარტყა შენობას, რომელშიც სულ ცოტა ორი მეამბოხე იმყოფებოდა. ჰელმანდის პროვინცია თალიბანის ადგილსამყოფელია. პაკტიის პროვინციაში კი შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს სულ ცოტა ათი გამნაღმველი. პროვინციის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, გამნაღმველები პოლიციელების ან ჯარისკაცების დაცვის გარეშე მუშაობდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

XS
SM
MD
LG