Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი და პაკისტანი ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურებას აპირებენ


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პაკისტანს ეწვია ვიზიტით, რომლის მიზანიც არის ეკონომიკის სფეროში ურთიერთობის გააქტიურება. მოსალოდნელია, რომ სი ძინპინი წარმოადგენს 46 მილიარდ დოლარად შეფასებულ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. პეკინი და ისლამაბადი აპირებენ ეკონომიკური დერეფნის შექმნას, რომელიც პაკისტანის საპორტო ქალაქ გუადარს დააკავშირებს დასავლეთ ჩინეთში მდებარე სინიანის რეგიონთან. პაკისტანში ვიზიტის დაწყებამდე, ჩინეთის პრეზიდენტმა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა დაუკავშირა წინსვლას უსაფრთხოების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG