Accessibility links

logo-print

სომალიში მსხვერპლი მოჰყვა გაეროს ავტობუსის აფეთქებას


ოფიციალური პირების ცნობით, 20 აპრილს სომალიში, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა გაეროს ავტობუსის წინააღმდეგ მიმართული აფეთქების შედეგად. აფეთქება ჩრდილოდასავლეთში მდებარე ქალაქ გაროუეში მოხდა. პოლიციის წარმომადგენლის, აბდულაჰი მოჰამედის ინფორმაციით, დასტურდება, რომ დაიღუპა გაეროს ექვსი თანამშრომელი. მაგრამ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პოლიციის სხვა წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ იერიშმა შეიწირა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი, მათ შორის შვიდი სომალელი მცველი. ჯერ არ არის ნათელი, როგორ მოეწყო აფეთქება - დანაღმული ავტომანქანით, რომელშიც თვითმკვლელი იჯდა, თუ გაეროს ავტობუსზე ბომბის დამონტაჟებით. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG