Accessibility links

გურჯაანში მუშაობა დაიწყო ანტიკორუფციულმა კომისიამ


გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუშაობა დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილმა ანტიკორუფციულმა კომისიამ. საქართველოს პარლამენტის წევრის, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიროგი ღვინიაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას გააკონტროლებენ. ყოფილი მმართველი პარტია ანტიკორუფციული კომისიების შექმნას საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს.

XS
SM
MD
LG