Accessibility links

logo-print

მთავრობამ მოამზადა დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარების კანონპროექტი


საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის წარსადგენად უკვე მზად აქვს კანონპროექტი, რომლის თანახმად, ყოველთვირი ფინანსური დახმარებით ისარგებლებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ან საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი ინფორმაციით, დაღუპული სამხედროების მსგავსად პოლიციელების ოჯახებიც ყოველთვიურად მიიღებენ ათას ლარს. დღესვე მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად შსს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს ბორჯომსა და თბილისში მოკლული პოლიციელების გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის ოჯახებს. ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 10 აპრილს დააკავეს.

XS
SM
MD
LG