Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაითს უოჩი" მოითხოვს აზერბაიჯანზე ზეწოლას ციხიდან ოპონენტების გამოსაშვებად


უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი" გამოდის მოწოდებით, აზერბაიჯანზე ზეწოლა განხორციელდეს მოთხოვნით, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ოპონენტები და შეწყვიტოს მათი დევნა, რომელიც გააქტიურებულია ბაქოში დიდი სპორტული ღონისძიების, "ევროპული თამაშების" დაწყებამდე. „ჰუმან რაითს უოჩმა“ 20 აპრილს გამოაქვეყნა ვიდეო ცნობილ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც დაკავებულ იქნენ „ევროპული თამაშების“ დაწყებამდე. სპორტული ასპარეზობა პირველად ტარდება და 12-28 ივნისამდე 6000-ზე მეტ ათლეტს შეკრებს ბაქოში. „ჰიუმან რაითს უოჩის“ მოწოდებით, ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ უნდა თქვან, რომ არ გააგზავნიან მაღალი რანგის დელეგაციებს გახსნის ცერემონიაზე, სანამ აზერბაიჯანში არ გაათავისუფლებენ მთავრობის კრიტიკის გამო დაპატიმრებულ პირებს და მთავრობა არ შეწყვეტს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და აქტივისტების დევნას. დაკავებულებს შორის, ვის გამოშვებასაც უფლებადამცველები მოითხოვენ, არის ხადიჯა ისმაილოვა - გამომძიებელი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG